
ავტორი
Front News საქართველო
სამწუხაროა ის, რომ საქართველომ საერთაშორისო და მსოფლიო დღის წესრიგში აიწია ნეგატიურად. საქართველო დღეს არის ვერბალური კონფლიქტის და სანქციების რეჟიმში ამერიკასთან და ევროპულ ქვეყნებთან მიმართებაში, – ამის შესახებ Leadx-ის თანადამფუძნებელმა ზვიად აძინბაიამ განაცხადა.
ის იმედოვნებს, რომ პარტნიორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მიმართული იქნება იმ ადამიანების მიმართ, რომლებთანაც უკმაყოფილებაა.
“სამწუხაროა ის, რომ საქართველომ საერთაშორისო და მსოფლიო დღის წესრიგში აიწია ნეგატიურად. საქართველო დღეს არის ვერბალური კონფლიქტის და სანქციების რეჟიმში ამერიკასთან და ევროპულ ქვეყნებთან მიმართებაში.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სადღაც გაჩერდება არჩევნებამდე, იმიტომ, რომ ქვეყანა დაზარალდება და იმედი მაქვს, რომ ჩვენი პარტნიორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ყველას ნაკლებად დააზარალებს და ფოკუსირდება იმ ხალხის მიმართ, ვის მიმართაც უკმაყოფილება გვაქვს”, – განაცხადა აძინბაიამ.
თბილისში საერთაშორისო კონფერენცია LEADxSUMMIT 2024 მიმდინარეობს, სადაც საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხები, მოახლოებული არჩევნები და “ქართული ოცნების” ნაბიჯები განიხილება.
თაგები:
კონფერენცია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს