ზვიად ძიძიგური - არჩევნებში ბოიკოტის გამოცხადებაზე ადვილი არაფერი არ არის, ვინც ამბობს, რომ ბოიკოტზე უნდა წავიდეს, მერე რას სთავაზობ ხალხს?!


ავტორი
Front News საქართველო
არჩევნებში ბოიკოტის გამოცხადებაზე ადვილი არაფერი არ არის. ვინც ამბობს, რომ ბოიკოტზე უნდა წავიდეს, ბოიკოტის მერე რას სთავაზობ ხალხს?!, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.
მისივე თქმით, ადგილობრივი არჩევნების შედეგად, საკრებულოში ზოგან უფრო მეტი ოპოზიციონერები არიან.
"არჩევნებში ბოიკოტის გამოცხადებაზე ადვილი არაფერი არ არის. ერთადერთი ეფექტური ბოიკოტი იყო 1990 წლის გაზაფხულზე, როდესაც ეროვნულმა ფორუმმა ბოიკოტი გამოუცხადა მაშინ დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებს და ხელისუფლებამ 6 თვით გადადო ის არჩევნები იმიტომ, რომ თუ არაფორმალური პარტიები იტყოდნენ, რომ არ მონაწილეობდნენ, მაშინ საერთოდ არ წავიდოდა ამომრჩეველი და ჩაიშლებოდა არჩევნები. სხვა არცერთი ეფექტური ბოიკოტი არ მინახავს. ამიტომ, ვინც ამბობს, რომ ბოიკოტზე უნდა წავიდეს, ბოიკოტის მერე რას სთავაზობ ხალხს?! ესაა კითხვა, რომელსაც არსებობის უფლება აქვს იმიტომ, რომ შენ ამბობ, ადგილობრივ არჩევნებში, სადაც ზოგან ოპოზიციას უფრო მეტი საკრებულო ჰყავს, ამაზეც უარს ამბობ.
მე არ ვამბობ, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა არის ცალსახად შედეგის მომტანი, მაგრამ ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე არგუმენტები, რომლებიც მის მხარდასაჭერადაცაა და საწინააღმდეგოც ეთერებში უნდა ვისაუბროთ", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
თაგები:
ზვიად ძიძიგური