ზვიად ძიძიგური – ეს არის პოლიტიკური შოუს ელემენტების შემცველი, პური და სანახაობის ივანიშვილისეული ვერსია

ავტორი
Front News საქართველო
თუ “ქართულ ოცნებას” სურვილი ჰქონდა, რომ კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებით კონკრეტული პირების დანაშაული დაედგინათ, 13 წლის განმავლობაში რას ვერ გამოიძიებდა და რას ვერ გააკეთებდა, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს საგამოძიებო კომისია ივანიშვილისეული პური და სანახაობაა.
“თუ “ქართულ ოცნებას” სურვილი ჰქონდა, რომ კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებით კონკრეტული პირების დანაშაული დაედგინათ, აგერ სააკაშვილი ციხეში ზის, მერაბიშვილი იჯდა, ახალაია იჯდა და ეს, რაც 13 წლის შემდეგ ხდება, ფაქტობრივად, არის პოლიტიკური შოუს ელემენტების შემცველი, ეს არის პური და სანახაობის ივანიშვილისეული ვერსია. გამოიტანა ეს თემა და ხედავთ, იბარებენ ყოფილ მაღალჩინოსნებს.
ის დღის წესრიგი, ის გაყალბებული არჩევნები და პოლიტიკური პატიმრები – ეს ყველა თემა უნდა, რომ გადაფაროს ხელისუფლებამ და ამ კომისიას ეს დატვირთვა აქვს, აბა სხვა სურვილი და დატვირთვა რომ ჰქონოდა, 13 წლის განმავლობაში რას ვერ გამოიძიებდა და რას ვერ გააკეთებდა”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
თაგები:
ზვიად ძიძიგური




