Logo

ზვიად ძიძიგური – პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ გააკეთონ ერთი პოლიტიკური ცენტრი, სადაც ხმები ნაკლებად დაიკარგება

პოლიტიკა
1225
Frontnews image description

არც ბიძინა და არც მიშა – პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ გააკეთონ ერთი პოლიტიკური ცენტრი, სადაც ხმები ნაკლებად დაიკარგება და სადაც შესაძლებელი იქნება ხელისუფლების შეცვლისთვის საჭირო შედეგი დაიდოს, – ამის შესახებ “კონსერვატიული პარტიის” თავმჯდომარემ ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

 

“ადრე პოლარიზაცია იყო მიშა თუ ბიძინა, ახლა კი პოლარიზაცია არის ასეთი – ევროპა თუ რუსეთი. ეს ბიძინამ გააკეთა. ახლა თუ ოპოზიცია ერთიანი სიით გამოვა, ხელისუფლებას გაუადვილდება ასეთ დროს ისევ ბიძინა-მიშას პოლარიზაციის სქემაზე გადაერთოს და რატომ უნდა გაუადვილო ეს საქმე, მე ვერ ვხვდები. 

 

თუ “ნაციონალურ მოძრაობას” თავის ირგვლივ შეუძლია რაღაც ტიპის რაოდენობის ისეთი პარტიების შემოკრება, რომ 5%-ის ქვემოთ ხმები არ დაიკარგოს,  ეს ლოგიკურიცაა და ბუნებრივიც, მაგრამ ახლა არის ისეთი მომენტი, როდესაც ასეთი ტიპის პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ გააკეთონ ერთი პოლიტიკური ცენტრი –  არც ბიძინა და არც მიშა,  სადაც ხმები ნაკლებად დაიკარგება და სადაც შესაძლებელი იქნება ხელისუფლების შეცვლისთვის საჭირო შედეგი დაიდოს”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები