ზვიად გაბისონია ხელოვნური ინტელექტისა და განათლების ექსპერტთა კომიტეტის წევრად აირჩიეს

ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია ევროპის საბჭოს განათლების მმართველი კომიტეტის ბიურომ ხელოვნური ინტელექტისა და განათლების ექსპერტთა კომიტეტის (EDU-IA) წევრად აირჩია.
ექსპერტთა კომიტეტი, წევრი სახელმწიფოების თხუთმეტი წარმომადგენლისგან შედგება. კომიტეტის წევრები არიან მაღალი რანგისა და კვალიფიკაციის მქონე პირები, რომელთა გამოცდილებაც უკავშირდება განათლებაში ციფრულ ტრანსფორმაციას, განათლების სისტემაში ციფრული ტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციას, საგანმანათლებლო ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ მიდგომებს.
კომიტეტის შემადგენლობაში შედიან შემდეგი ქვეყნების წარმომადგენლები: ხორვატია, ესტონეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, რუმინეთი, თურქეთი, უკრაინა. კომიტეტის შეხვედრაში მათ მონაწილეობას ევროპის საბჭო დააფინანსებს.
ხელოვნური ინტელექტისა და განათლების კომიტეტის პირველი სხდომა 2026 წლის 14-15 იანვარს გაიმართება.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ზვიად გაბისონია, ამავდროულად, არის ევროპის საბჭოს განათლების მმართველი კომიტეტის (CDEDU) ხელოვნური ინტელექტისა და კვალიფიკაციების აღიარების ექსპერტთა ჯგუფის წევრი.
თაგები:
ზვიად გაბისონია




