Logo

ზვიად გაბისონია სტუ-ის წარმომადგენლებს შეხვდა

პოლიტიკა
194
Frontnews image description

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ მონაწილეებთან ერთად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების თემაზე იმსჯელა.

სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო საკითხებზე მიეღოთ პასუხები და დაეფიქსირებინათ თავიანთი მოსაზრებები.

მსგავსი შეხვედრები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან გაგრძელდება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები