ზვიად გაბისონიამ სტრასბურგში ევროსაბჭოს ეგიდით გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა


ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ სტრასბურგში ევროსაბჭოს ეგიდით გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
კონფერენციაზე ხელოვნური ინტელექტისა და განათლების სტრატეგიის ახალი გზამკვლევის - The Compass for AI and Education პრეზენტაცია გაიმართა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს დოკუმენტის საგანმანათლებლო პროცესსა და კვლევაში გამოყენების შესაძლებლობები, ასევე მისი შესაბამისობა სამართლებრივი რეგულირებისა და ეთიკის ნორმებთან. ყურადღება ასევე გამახვილდა ხელოვნური ინტელექტის იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და ამავდროულად, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი ღირებულებების დაცვას ემსახურება.
კონფერენციის ფარგლებში აღინიშნა, რომ გარდა ახალი გზამკვლევისა, ასევე საჭიროა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების განათლების სფეროში ინტეგრაციის პროცესში საერთო ჩარჩო დოკუმენტის და ერთიანი მიდგომის შემუშავება, რომელიც შემდგომში ადაპტირდება და ეროვნულ დონეზე დაინერგება.
კონფერენციის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: ზოგადი და უმაღლესი განათლების სისტემაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა, მასწავლებელთა და აკადემიური პერსონალის გადამზადება, შესაბამისი რესურსების შექმნა და ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა.
საერთაშორისო კონფერენციის დასრულების შემდეგ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე მონაწილეობას მიიღებს ხელოვნური ინტელექტის და კვალიფიკაციის აღიარების შესახებ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში.
ზვიად გაბისონია 2025 წლის 15 ივლისიდან ევროპის საბჭოს განათლების მმართველი კომიტეტის (CDEDU) ხელოვნური ინტელექტისა და კვალიფიკაციების აღიარების ექსპერტების სამუშაო ჯგუფის არჩეული წევრია.
თაგები:
ზვიად გაბისონია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს