ზვიად კორძაძე – ამ საქმეზე 5-წლიანი ეპოპეა დამთავრდა იმ შედეგით, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე ფულის გათეთრებაში გამართლებული იქნენ


ავტორი
Front News საქართველო
ადვოკატ ზვიად კორძაძის განცხადებით, სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე საკასაციო საჩივრების განხილვა დასრულდა.
“ამ საქმეზე 5-წლიანი ეპოპეა დამთავრდა, დამთავრდა იმ შედეგით, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ფულის გათეთრებაში გამართლებული იქნენ. ასევე, ისინი არ იქნებიან და არ არიან ნასამართლევი, მხოლოდ და მხოლოდ დარჩენილია ხანდაზმულობით გამართლებული თაღლითობის მუხლი, რომელსაც არავითარი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია და აღნიშნული ნაწილი ჩვენ მიერ აუცილებლად გასაჩივრდება სტრასბურგის სასამართლოში, სადაც საბოლოოდ დადგინდება, რომ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ამ საკითხთან კავშირი არ აქვთ”, – აცხადებს ადვოკატი.
მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება 2008 წელს გაკეთებული ტრანზაქციის საქმეზე პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, მომდევნო წლის ივლისში კი ბრალი წარუდგინა მათ. მათ ბრალი 17 მილიონ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში (ფულის გათეთრებას) ედებოდათ.
თაგები:
მამუკა ხაზარაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს