Logo

ზვიად ქორიძე - ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესებია გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ წარმოებული მთელი ეს პროცესი

პოლიტიკა
430
Frontnews image description

ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესებია გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ წარმოებული მთელი ეს პროცესი, - ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წევრმა ზვიად ქორიძემ განაცხადა.

"ვიცით, ეს არაა დამალული, არაა საიდუმლო, რომ ის განაჩენი, რომელიც ბაჩიაშვილის მიმართაა გამოტანილი ბიძინა ივანიშვილის პირად დაინტერესებაზე მეტყველებს და ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესებია გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ წარმოებული მთელი ეს პროცესი.

კონსპირაციების დრო არ არის, უფრო მეტი ინფორმაციაა საჭირო, რომ გავიგოთ, მართლა რა მოხდა და როგორ აღმოჩნდა ამ სარტყელში გიორგი ბაჩიაშვილი და რატომ იყო ასე ადვილად საქართველოს უსაფრთხოების სამსახურისთვის ხელმისაწვდომი მისი მოპოვება და მოტაცება. 

რაც შეეხება გამოწვევებს, ამ გამოწვევებში ფიგურირებს "ქართული ოცნება", ფიგურირებს ბიძინა ივანიშვილი", - განაცხადა ზვიად ქორიძემ.

“თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი სუსმა დღეს დააკავა, მან საქართველო მარტში დატოვა.

გიორგი ბაჩიაშვილს "ბიტკოინების საქმეზე" სასამართლომ თავისუფლების 11 წლით აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალი კიდევ ორ საქმეზე აქვს წარდგენილი - ე.წ. მტკვარი ჰესის და საზღვრის უკანო კვეთაზე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები