ზვიად ქორიძე - ჩვენი ამოცანა და მიზანი უნდა იყოს ის, რომ არ უნდა ამოქმედდეს რეპრესიული ნორმა მედიის გარემოს შეცვლისთვის


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი ამოცანა და მიზანი უნდა იყოს ის, რომ არ უნდა ამოქმედდეს რეპრესიული ნორმა მედიის გარემოს შეცვლისთვის, - ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წევრმა ზვიად ქორიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არ შეიძლება ის, რაც საზოგადოებამ დემოკრატიული მექანიზმების გამოყენებით უნდა შეძლოს, გააკეთოს იძულებით და უხეში ჩარევით კომუნიკაციების კომისიამ.
"ხშირად მოგვისმენია "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისგან, რომ სუვერენული ინტერნეტიზაციაც არის საჭირო. რა არის ეს? რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ სოციალურ აქტივობას მოქალაქეების, რომელსაც ისინი სხვადასხვა მედიის პლატფორმებზე გამოხატავენ, უკვე დაუწყებენ კონტროლს. ესაა ამოცანა. ეს არის განგრძობადი პროცესი და მიზნად ისახავს იმას, რომ ყველა სოციალური თუ ტრადიციული მედიის პლატფორმა, რომელიც არსებობს ქვეყანაში, იყოს მათი სერიოზული კონტროლის ქვეშ.
ჩვენი ამოცანა და მიზანი უნდა იყოს ის, რომ არ უნდა ამოქმედდეს რეპრესიული ნორმა მედიის გარემოს შეცვლისთვის. ეს არ არის კომუნიკაციების კომისიის საქმე, არ შეიძლება ის, რაც საზოგადოებამ დემოკრატიული მექანიზმების გამოყენებით უნდა შევძლოთ, გააკეთოს იძულებით და უხეში ჩარევით კომუნიკაციების კომისიამ", - განაცხადა ზვიად ქორიძემ.
თაგები:
ზვიად ქორიძე

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა