ზვიად ქორიძე – იყო მუქარა, გინება, რაღაც ნივთი მომარტყეს, მერე დავინახე, რომ გიორგი გახარია მძიმე დღეში იყო


ავტორი
Front News საქართველო
იყო მუქარა, გინება და შემდეგ დაცვამ გამიყვანა. რაღაც ნივთი მომარტყეს, რომლითაც სათვალე გატყდა. მერე ნომრიდან ჩამოვედი და დავინახე, რომ გიორგი გახარია მძიმე დღეში იყო, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წევრმა ზვიად ქორიძემ მასზე და გიორგი გახარიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.
“სასტუმრო “შერატონის” ფოიეში ვიჯექი. რამდენიმე მაგიდასთან დავინახე ადამიანები სვამდნენ. დავინახე, რომ აქ, პირდაპირ როიალთან მოვიდა თანმხლებ ქალბატონთან ერთად დიმიტრი სამხარაძე. მერე მივიდა მაგიდასთან, მერე წამოვიდა ჩემთან და მითხრა – მე გიცნობ, ხარ ზვიად ქორიძე. დაიწყო “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ გინება, რაზეც არანაირი რეაქცია არ მქონია. წავიდა, მივიდა კარებთან, დაბრუნდა, შემოვიდა, “რა თქვი ბიჭო, შენ ოცნებაზე, ვის აგინებო”. დაიწყო გინება, სავარძელზე ფეხების რტყმა. დავინახე, რომ იმ მაგიდიდან აიშალნენ ადამიანები, დაახლოებით, 10-12 კაცი იქნებოდა. იყო მუქარა, გინება და შემდეგ დაცვამ გამიყვანა. რაღაც ნივთი მომარტყეს, რომლითაც სათვალე გატყდა. მერე ნომრიდან ჩამოვედი და დავინახე, რომ გიორგი გახარია მძიმე დღეში იყო”, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.
თაგები:
ზვიად ქორიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს