
ავტორი
Front News საქართველო
გამოვიდეთ 20 ოქტომბერს მარშზე, ერთმანეთის მხარდაჭერაც ვიგრძნოთ და კიდევ ერთხელ ვუთხრათ ერთმანეთს, რომ ეს მიზანი სეზონურად არ გვაქვს, ეს არის მიზანი, რომელიც აქვს ჩვენს საზოგადოებას დიდი ხანია და ამისკენ მიისწრაფვიან თაობები, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” წევრმა ზვიად ქორიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 20 ოქტომბრის მარშზე მოქალაქეებმა ერთმანეთს უნდა დაანახონ, თუ რა არის მათი სულისკვეთება.
“პირველ რიგში, ჩვენ ერთმანეთს უნდა დავანახოთ, რომ ჩვენი მიზანი და ჩვენი სულისკვეთება არის ასეთი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გამოვიდეთ 20 ოქტომბერს მარშზე, ერთმანეთის მხარდაჭერაც ვიგრძნოთ და კიდევ ერთხელ ვუთხრათ ერთმანეთს, რომ ეს მიზანი სეზონურად არ გვაქვს, ეს არის მიზანი, რომელიც აქვს ჩვენს საზოგადოებას დიდი ხანია და ამისკენ მიისწრაფვიან თაობები”, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.
20 ოქტომბერს, თბილისში მარში “მე ვირჩევ ევროპას” გაიმართება. ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან.
თაგები:
ზვიად ქორიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს