
ავტორი
Front News საქართველო
არ ვურჩევ არავის, რომ საპატრიარქოზე მადისკრედიტირებელი განცხადებებით შეეცადონ პოლიტიკური ქულების დაწერას, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამით დაუპირისპირდებიან იმ 1,5 მლნ ადამიანს, რომელიც პატრიარქის პატივის მისაგებად საათობით იდგა თბილისში.
„ვისაც გაუჩნდება ცდუნება, რომ მსგავსი მადისკრედიტირებელი განცხადებები გააკეთოს საპატრიარქოზე, ყველამ უნდა იცოდეს, მსგავსი ნაბიჯებით ის პირველ რიგში, უპირისპირდება არა მხოლოდ საპატრიარქოს, უპირისპირდება იმ 1,5 მლნ ადამიანს, რომელიც პატრიარქის პატივის მისაგებად საათობით იდგა თბილისში და მთელს ჩვენს საზოგადოებას. შესაბამისად, არ ვურჩევ არავის მსგავსი განცხადებებით შეეცადონ, რომ რაღაც პოლიტიკური ქულები დაიწერონ“, - განაცხადა შალამბერიძემ.
თაგები:
ზვიად შალამბერიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს