Logo

ზვიად შალამბერიძე - ჩვენი საზოგადოება ნამდვილად იმსახურებს პოლიტიკურ ველს, რომელშიც ადგილი არ ექნება სიძულვილის ენას

პოლიტიკა
98
Frontnews image description

ჩვენი საზოგადოება ნამდვილად იმსახურებს პოლიტიკურ ველს, რომელშიც ადგილი არ ექნება სიძულვილის ენას და ეს ნაბიჯი, რომელიც გადადგა ჩვენმა მთავრობამ, არის მიმართული ამ ველის გაჯანსაღებისკენ, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მომავალში საზოგადოება ნახავს, რომ კომუნიკაცია ოპოზიციას და პოზიციას შორის იქნება არგუმენტებსა და ფაქტებზე დაყრდნობილი.

"ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ თუ როგორ დაამკვიდრა და როგორ ამკვიდრებდა „ნაციონალური“ მოძრაობა და მისი განაყოფები სიძულვილის ენას სხვადასხვა მედიასაშუალებების და სოციალური ქსელის მეშვეობით“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

დღეიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო ფუნქციონირებას შეუდგა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები