ზვიად შალამბერიძე – დაზარალდა ოთხი მუნიციპალიტეტი, ეს არის საჩხერე, ბაღდათი, თერჯოლა და ზესტაფონი


ავტორი
Front News საქართველო
იმერეთის ოთხ მუნიციპალიტეტში სტიქიამ მოსახლეობა დააზარალა. საჩხერეში, ზესტაფონში, ბაღდათისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში ძლიერმა სეტყვამ, წვიმამ და ქარმა პრობლემები შექმნა.
დაზიანდა სახნავ-სათესი სავარგულები და საცხოვრებელი სახლები.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის თქმით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში.
“დაზარალდა ოთხი მუნიციპალიტეტი. ეს არის საჩხერე, ბაღდათი, თერჯოლა და ზესტაფონი. ზესტაფონსა და ბაღდათში, სამწუხაროდ, დაზიანდა ძალიან ბევრი სახნავ-სათესი და ვენახები. დიდია ზარალი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ობჩაში. ჯერჯერობით ნალექი არ შეწყვეტილა. როგორც კი მოგვეცემა შესაძლებლობა, დავიწყებთ ზარალის დათვლას. გარდა ამისა, ქარმაც დააზიანა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
თაგები:
ზვიად შალამბერიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს