
ავტორი
Front News საქართველო
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ჭიათურის მერთან გივი მოდებაძესთან ერთად, სოფელ ითხვისში დაზიანებული სახლები დაათვალიერა, დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და მათგან ინფორმაცია პირადად მოისმინა.
ამ ეტაპზე 12 ოჯახი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს.ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ ჭიათურის მერია დაზარალებულ ოჯახებს დროებით ალტერნატიული ფართით უზრუნველყოფს.
“ხელისუფლებამ პირველივე დღიდან მიიღო შესაბამისი ზომები. ის ოჯახები, რომელსაც ყველაზე მეტად ემუქრება საფრთხე, თავიანთი საცხოვრებელი სახლებიდან უკვე გაყვანილია. მათთვის გამოვყავით ალტერნატიული სახლები, როგორც სხვადასხვა სოფელში, ასევე ჭიათურაში. გეოლოგიური ჯგუფი უკვე მუშაობს, რომელიც შეისწავლის სიტუაციას და დაადგენს თუ რამდენად უსაფრთხოა აქ ცხოვრება“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
გეოლოგიური პრობლემების წარმოშობის მიზეზებზე შესაბამისი ღონისძიებების გატარება უკვე დაიწყო. სპეციალისტები დასკვნას სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ დადებენ. სოფელ ითხვისში ე.წ. ,,მახათაძეების უბანში” 12 სახლი მნიშვნელოვნად დაზიანებულია.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს