ზვიად ციკოლია – რასაც ვუყურებ, სადიზმისა და ცინიზმის ნაზავია, რუსეთსაც კი გადავასწარით არაადამიანურ მოპყრობაში

ავტორი
Front News საქართველო
რასაც ვუყურებ, სადიზმისა და ცინიზმის ნაზავია, რასაც ადამიანობასთან კავშირი არ აქვს, რუსეთსაც კი გადავასწარით არაადამიანურ მოპყრობაში, – ამის შესახებ ქართველმა სამრეწველო დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ განაცხადა.
მისი თქმით, შოკისმომგვრელია სიტუაცია, როდესაც ქვეყანაში ადამიანები აღტკინებით ელოდებიან მესამე პრეზიდენტის სიკვდილს.
“სამწუხაროდ, მე საქართველოში არ ვარ, მაგრამ რასაც ვუყურებ, სადიზმის და ცინიზმის ნაზავია, რასაც არანაირ ადამიანობასთან კავშირი არ აქვს, რუსეთსაც კი გადავასწარით არაადამიანურ მოპყრობაში, იქაც კი, ნავალნისთან ურთიერთობაში წითელი ხაზები არ იქნა გადაკვეთილი. ძალიან მიჭირს ამ თემაზე ემოციის გარეშე საუბარი, ძალიან მტკივნეულია, ყოველდღე ვუყურებ ამ ნიუსებს და სულ უფრო და უფრო შოკში ვვარდები, ვრწმუნდები, რომ დიდი ნაწილი ერის სერიოზული კვლევის საგანი არის. გავარკვიოთ საბოლოო ჯამში რა გვჭირს, რამეს გვაჭმევებ, გვასმენენ, ჰაერში უშვებენ, თუ ჯადოს გვიკეთებენ, რომ ასეთი აღტკინებით ველოდებით ადამიანის სიკვდილს, თან მესამე პრეზიდენტის”, – განაცხადა ციკოლიამ “ტვ პირველის” ეთერში.
მისი თქმით, საუბარია იმაზე, რომ ამ ადამიანს მიეცეს ნორმალური მკურნალობის საშუალება.
როგორც ციკოლიამ აღნიშნა, ამ მიზანს ემსახურებოდა მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მიმართვა ბიძინა ივანიშვილისადმი.
“ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს ერთი ადამიანი მარტავს და მის სურვილებსაა მორგებული. ამიტომ მას ვთხოვე. ჩემი ნამუსი ამას მთხოვდა და ეს გავაკეთე”, – განაცხადა ზვიად ციკოლიამ.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი




