spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ბადრიძე – ძალიან მტკივნეულია იმის ხილვა, რომ აშშ საქართველოს პრემიერს პრაქტიკულად ეპყრობა ისევე, როგორც რომელიღაცა კანონგარეშე ქვეყნის წარმომადგენელს

მაშინ, როდესაც ევროკავშირმა, ბევრი ყოყმანის შემდეგ, კარი გაუღო საქართველოს, ივანიშვილმა წიხლი ჰკრა ამ კარებს და მოხდა სრული კოლაფსი ამ ურთიერთობების, – ამის შესახებ დიპლომატმა გიორგი ბადრიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მტკივნეულია, როცა აშშ კობახიძეს ისე ეპყრობა, როგორც კანონგარეშე ქვეყნის წარმომადგენელს.

”დღეს იმის ხილვა, რომ აშშ საქართველოს პრემიერ-მინისტრს პრაქტიკულად ეპყრობა ისევე, როგორც რომელიღაცა კანონგარეშე ქვეყნის წარმომადგენელს, არის ძალიან მტკივნეული, მაგრამ სამწუხაროდ, რაც ჩემთვის სრულიად მოსალოდნელი იყო. იმ არჩევანიდან, რაც ხელისუფლების და ივანიშვილის მიერ იქნა გაკეთებული, ამ მრავალწლიანი ურთიერთობის სრულ კოლაფსში გამოიხატა. ეს ხდება არა მარტო შეერთებული შტატების შემთხვევაში, არამედ ევროკავშირი არის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული არჩევანი ქართველი ერის. მაშინ, როდესაც ევროკავშირმა, ბევრი ყოყმანის შემდეგ, კარი გაუღო საქართველოს, ივანიშვილმა წიხლი ჰკრა ამ კარებს და მოხდა სრული კოლაფსი ამ ურთიერთობების“,  – განაცხადა ბადრიძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გაუუქმა მიწვევა მიღებაზე, რომელსაც პრეზიდენტი ტრადიციულად მართავს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილე მსოფლიო ლიდერებისთვის.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები