კახეთში 26 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც 77 წლის ბებიაზე სავარაუდოდ, სექსუალურად ძალადობდა.
დაკავებულს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიება 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და 138-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.