spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხათუნა სამნიძე – ჩანს ყველა დაკვირვებით, რომ “ნაციონალური მოძრაობის” გარდა არცერთ სხვა პარტიას არ აქვს ზღვარის გადალახვის შესაძლებლობა

ჩანს ყველა დაკვირვებით, რომ “ნაციონალური მოძრაობის” გარდა არცერთ სხვა პარტიას არ აქვს ზღვარის გადალახვის შესაძლებლობა, –  ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, აუცილებელია საზოგადოებამ დაინახოს, რომ ოპოზიციურ პარტიებს ერთად დასხდომა და მოლაპარაკება შეუძლიათ.

 

“ჩანს ყველა დაკვირვებით, რომ “ნაციონალური მოძრაობის” გარდა არცერთ სხვა პარტიას არ აქვს ზღვარის გადალახვის შესაძლებლობა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მთავარი ამბიცია არის ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნება. ეს პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ნიშნავს ერთმანეთთან თანამშრომლობას, რომელიც უნდა ვაჩვენოთ დღეს. შეუძლებელია, ვინმეს უმტკიცო, რომ არჩევნების შემდეგ შევთანხმდებით და მთავრობას დავაკომპლექტებთ, თუ დღეს ვერ ვლაპარაკობთ და ვერ ვსხდებით ერთი მაგიდის ირგვლივ. 

 

მე მივესალმები “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობას და ერთიანობას და მივესალმები იმასაც, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ქალი პოლიტიკოსი ხელმძღვანელობს. 

 

სანამ ალიანსები დაფუძნდება, უმნიშვნელოვანესია საზოგადოებაში გავაჩინოთ იმედი, რომ ოპოზიციურ პარტიებს და პოლიტიკოსებს შეგვიძლია ერთად საუბარი და კომპრომისზე წასვლა”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები