spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიმდინარე კვირას პარლამენტი პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენს

საგაზაფხულო სესიის ბოლო სასესიო კვირის ოთხშაბათს, პლენარულ სხდომაზე, პარლამენტი სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენს. განცხადება აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე გააკეთა.

სხდომაზე ბიუროს წევრებმა 21-24 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხების რიგითობა განსაზღვრეს. 

 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სამშაბათის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკურ განცხადებების შემდეგ, თავისუფალი ტრიბუნის ფორმატში, საპარლამენტო ტრიბუნა პოლიტიკურ ჯგუფს – „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წარმომადგენელს დაეთმობა. ბოლო სასესიო კვირაში, დეპუტატები,  კანონპროექტების განხილვასთან ერთად, სხვადასხვა უწყების მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშებსაც გაეცნობიან.

ბიუროს სხდომის დასასრულს, დეპუტატებმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზეც იმსჯელეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები