ოჯახის წევრების ინფორმაციით, პედიატრი კოტე ჩახუნაშვილი გზიდან გაიტაცეს.
მათივე ცნობით, ექიმი სახლიდან დაახლოებით 1 საათის წინ გავიდა და აქციაზე მეგობარს უნდა შეხვედროდა.
ამ დროისთვის კოტე ჩახუნაშვილს ვერ უკავშირდებიან, ტელეფონი გათიშული აქვს, მანქანა კი სახლიდან რამდენიმე მეტრშია გაჩერებული.