spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა მანჯგალაძე – დევნილების დაბრუნებაზე მხარის არ დაჭერა, ნიშნავს სუვერენიტეტის ფაქტობრივად არ აღიარებას ჩინეთის მხრიდან

“ქართულმა ოცნებამ”, ვინც გამოაცხადა სტრატეგიულ პარტნიორად – ჩინეთი ვიცით, რომ დევნილების დაბრუნებასაც არ ეთანხმება, სუვერენიტეტს რომ თავი დავანებოთ, – ამის შესახებ პარტია  “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

 

“დევნილების დაბრუნებაზე მხარის არ დაჭერა, ნიშნავს სუვერენიტეტის ფაქტობრივად არ აღიარებას ჩინეთის მხრიდან ან კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას და მგონი, ეს საკითხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რომ ლომჯარია ვერ მიიღებს თურმე დაფინანსებას. “ქართულმა ოცნებამ”, ვინც გამოაცხადა სტრატეგიულ პარტნიორად – ჩინეთი ვიცით რომ დევნილების დაბრუნებასაც არ ეთანხმება, სუვერენიტეტს რომ თავი დავანებოთ”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

 

ნიუ იორკში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 78-ე სესიის ფარგლებში  ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას ხმა არ მისცეს: ბელარუსმა, ბურუნდმა, კუბამ, ჩრდილოეთ კორეამ, მალიმ, ნიკარაგუამ, რუსეთმა, სირიამ და ზიმბაბვემ. კენჭისყრას არ დაესწრო ჩინეთი, შესაბამისად, ჩინეთმა რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები