გუშინ მე ვთქვი, რომ ექსპერტის თვალსაზრისით ამაზე კომენტარი მხოლოდ სამხედროებს შეუძლიათ, ნათელია, რომ საფრთხე არსებობს, ეს აშკარაა, ზომები მიიღება“, – განაცხადა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატის მორიგი დარტყმის შესახებ.
1 აგვისტოს ღამეს მოსკოვზე დრონებით მორიგი შეტევა განხორციელდა, მათ შორის ბოლო სამი დღის განმავლობაში მეორედ თავდასხმა მოხდა ბიზნესცენტრ “მოსკოვი-სიტიზე”.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უფრო მეტი “დაუდგენელი დრონი“ იქნება.