პოდოლიაკი - ომი მალე საბოლოოდ გადავა რუსეთის ტერიტორიაზე

მოსკოვის მოსახლეობა სწრაფად ეჩვევა სრულფასოვან ომს, რომელიც მალე გადავა რუსეთის ტერიტორიაზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკის Twitter-ზე წერს.

"მოსკოვი სწრაფად ეჩვევა სრულფასოვან ომს, რომელიც, თავის მხრივ, მალე საბოლოოდ გადავა "ომის ავტორების“ ტერიტორიაზე, რათა მათგან აიღოს ყველა ვალი“, - წერს პოდოლიაკი.

მისი თქმით, ყველაფერი, რაც მოხდება რუსეთში, არის ობიექტური ისტორიული პროცესი.

"მეტი ამოუცნობი დრონი, მეტი კოლაფსი, მეტი სამოქალაქო კონფლიქტი, მეტი ომი...", - წერს პოდოლიაკი.

1 აგვისტოს ღამეს მოსკოვზე დრონებით მორიგი შეტევა განხორციელდა, მათ შორის ბოლო სამი დღის განმავლობაში მეორედ თავდასხმა მოხდა ბიზნესცენტრ "მოსკოვი-სიტიზე".

მსგავსი სიახლეები