რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლი ითვალისწინებს სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას, რომ სომხეთი უკრაინასთან ომში რუსეთის მოკავშირე არ არის.
“ეს მნიშვნელოვანი განცხადებაა. ჩვენ ვიცით, რომ არის გარკვეული ნიუანსები სომხეთის მიდგომებში უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით, ჩვენ მათ ვითვალისწინებთ, ვიცით”, – განაცხადა პესკოვმა.
კრემლის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი, რა თქმა უნდა, აგრძელებს ერევანთან სამოკავშირეო ურთიერთობების განვითარებას.