spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რატი ბრეგაძე – არავის მივცემთ უფლებას, გაბედოს და თავს დაესხას, შეურაცხყოფა მიაყენოს საჯარო მოხელეებს

არავის მივცემთ უფლებას, გაბედოს და თავს დაესხას, შეურაცხყოფა მიაყენოს საჯარო მოხელეებს, რომლებიც ღირსეულად ასრულებენ საკუთარ მოვალეობას, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქალაქო სასამართლოს ეზოში დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

 

“ჩვენი სამსახურის წარმომადგენელს, რომელიც ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ფაქტობრივად, თავს დაესხნენ. როდესაც ის გამოვიდა სასამართლო დაწესებულებიდან, დაუზიანეს მანქანა და რომ არა პოლიციის კორდონი, მას შეიძლება, ვერც კი დაეტოვებინა ჯანმრთელ მდგომარეობაში სასამართლოს ტერიტორია“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

 

რატი ბრეგაძის თქმით, მსგავსი ფაქტები ცხადყოფს, როგორი ზეწოლა მიმდინარეობს სასამართლოზე რადიკალური ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან. იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ მომხდარ ფაქტზე შესაბამისი პირების პასუხისმგებლობა უნდა დადგეს.

 

“ჩვენ არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც ღირსეულად ასრულებენ საკუთარ მოვალეობას, ვინმემ შეუშალოს ხელი, ვინმე თავს დაესხას, გაბედოს და შეურაცხყოფა მიაყენოს. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი ორგანოები ამ საკითხზე აუცილებლად იმსჯელებენ და დადგება შესაბამისი პასუხისმგებლობა იმ სამართალდამრღვევისთვის, რომელმაც მსგავსი რამ ჩაიდინა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია “იმედის“ პირდაპირ ეთერში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები