spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რატი იონათამიშვილი – გახარიამ ისეთი აღიარება გააკეთა, უფრო მეტი წარმოუდგენელია

გახარიამ ისეთი აღიარება გააკეთა, უფრო მეტი წარმოუდგენელია. ერთი მხრივ, აღიარა, რომ „ქართული ოცნება“ უდავოდ იგებს არჩევნებს, მეორე მხრივ გასცა კოლექტიური ნაცმოძრაობის გეგმა, რომ ისინი არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების ლეგიტიმაციაზე დარტყმისთვის ემზადებიან და ამაში ისევ ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციების იმედი აქვთ – წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

 

რატი იონათამიშვილი პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას მიერ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ სტატუსს ეხმიანება, რომლის თანახმად, მმართველი პარტია „გამჭვირვალობის კანონის“ შემოღებით აპირებს შეარყიოს ნდობა ქართული და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების და მათი დონორების მიმართ, რათა მოამზადოს საფუძველი არჩევნების მანიპულაციური შედეგების საჯარო აღიარებისთვის”

 

მისი თქმით, გარდა ლგბტ პროპაგანდის, ექსტრემიზმის, რადიკალიზმის, რევოლუციური გეგმების მხარდაჭერისა, როგორც ჩანს მთავარი ფინანსური მოლოდინი მათ ცესკოს და არჩევნების საწინააღმდეგო კამპანიის და რევოლუციური გეგმების მიმართულებით აქვთ. სწორედ ამიტომ არ აწყობთ ფინანსების გამჭვირვალობა.

 

“გახარიამ ისეთი აღიარება გააკეთა, უფრო მეტი წარმოუდგენელია. ერთი მხრივ, აღიარა, რომ „ქართული ოცნება“ უდავოდ იგებს არჩევნებს, მეორე მხრივ გასცა კოლექტიური ნაცმოძრაობის გეგმა, რომ ისინი არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების ლეგიტიმაციაზე დარტყმისთვის ემზადებიან და ამაში ისევ ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციების იმედი აქვთ. 

 

გარდა ლგბტ პროპაგანდის, ექსტრემიზმის, რადიკალიზმის, რევოლუციური გეგმების მხარდაჭერისა, როგორც ჩანს მთავარი ფინანსური მოლოდინი მათ ცესკოს და არჩევნების საწინააღმდეგო კამპანიის და რევოლუციური გეგმების მიმართულებით აქვთ. სწორედ ამიტომ არ აწყობთ ფინანსების გამჭვირვალობა! 

 

პ. ს. თუ ვინმეს კითხვა აქვს, რატომ დავაინიცირეთ ახლა და “თავი რატომ ავიტკიეთ”, სწორედ ამიტომ, – ისინი ელოდებიან და ხარჯავენ დიდ ფულს საქართველოს და მისი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ. 

 

ჩვენ კი ამ სვლით (და არამარტო) ვახდენთ მათი რევოლუციური და ანტიქართული გეგმების პრევენციას!“ – წერს რატი იონათამიშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები