“ეს იყო უპატივცემულობა, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის, ასევე, სხვა კანდიდატების მიმართ, ვინც მიიღეს გასაუბრებაში მონაწილეობა და ამავე დროს, უპატივცემულობა იმ პოლიტიკური რადიკალური პარტიების, ვინც ის დაასახელა სახალხო დამცველის პოზიციაზე”, – ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ნაზი ჯანეზაშვილმა არაკომპეტენტურობის გამო თავი აარიდა პროცესს, უპატივცემულოდ მოეპყრო პარლამენტის ინსტიტუტს, კანდიდატებს და ასევე, იმ რადიკალურ ჯგუფებს, ვინც მისი კანდიდატურა წარადგინა სახალხო დამცველის პოზიციაზე.
“ვფიქრობ, მათაც უნდა ჰქონდეთ ამაზე რეაქცია. ვინაიდან ის ხედავდა, რომ ისმეოდა მნიშვნელოვანი და საინტერესო კითხვები, საზოგადოება აკვირდებოდა პროცესს და სწორედ, ამ კითხვებზე პასუხის გაცემას, საკუთარი არაკომპეტენტურობის გამო, აარიდა თავი. შესაბამისად, მის ამ დამოკიდებულებაზე ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი მხარდაჭერა იმ ადამიანებს არ ექნებათ, ვინც ასე უპატივცემულოდ მიუდგება საქართველოს პარლამენტს. ამ შემთხვევაში, უფლებების დაცვის კომიტეტს და ასევე, ამით აღიარებს საკუთარ არაკომპეტენტურობას”, – განაცხადა იონათამიშვილმა.