შეგვიძლია, მოვნახოთ გამოსავალი. ესაა პოლიტიკური. ის პრემიერი, რომელმაც იცის მხოლოდ ხალხის მიმართ მუქარა და არანაირი კომპრომისის ძებნა, უნდა გადადგეს და როგორც კი გადადგება ეს პრემიერი, ორ კვირაში მე უნდა დავნიშნო არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.
პრეზიდენტმა კანდიდატის სტატუსზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს სტატუსი ხალხის საპროტესტო აქციების დამსახურებაა.
“შეგვიძლია, მოვნახოთ გამოსავალი. ესაა პოლიტიკური. ის პრემიერი, რომელმაც იცის მხოლოდ ხალხის მიმართ მუქარა, უნდა გადადგეს და როგორც კი გადადგება ეს პრემიერი, ორ კვირაში მე უნდა დავნიშნო არჩევნები.
უნდა იყოს ერთად მოლაპარაკებული, როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები – ესაა მშვიდობა, გამოსავალი, ესაა ქვეყნის მომავალი, რომელიც იქნება ურყევი, დემოკრატიული და თავისუფალი.
სიმართლე თუ გინდათ, საქართველომ კანდიდატის სტატუსი ხალხის და “რუსული კანონის” გამოსვლების გამო მიიღო. ხელისუფლებას არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, რომელი რეკომენდაცია არ შეასრულა?!. მივიღეთ თუ არა სტატუსი და იზეიმა თუ არა ხელისუფლებამ, თებერვლიდან წამოვიდა ანტიდასავლური და ანტიამერიკული რიტორიკა და წამოვიდა “რუსული კანონის” გატარების მცდელობა. ბოლოს იყო, რაც განაცხადეს. ვართ კრიზისში – ეს არის ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც შედგება ორი ნაწილისგან – ერთი, რომ არჩევნები არ ასახავს ხალხის ნებას და მეორე – პრემიერის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება უმრავლესობას”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.