თბილისში საყოველთაო გაფიცვა – “იფიცება საქართველო” დაიწყო.
მოქალაქეები სხვადასხვა ადგილას იკრიბებიან და საპროტესტო მსვლელობას იწყებენ.
საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა 15:00 საათზე დაიწყო და სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
გაფიცვას უერთდებიან კომპანიები, უნივერსიტეტები, კვების ობიექტები თუ სხვა ბიზნესჯგუფები.
გაფიცულთა რიცხვი 296-მდეა.
როგორც მოქალაქეები აცხადებენ, ამ პროტესტის ფორმის მიზანი ხელისუფლების გაფრთხილებაა. ისინი ხელახალ არჩევნებს და დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ.