spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა ნათელაშვილი – ჩვენ ვკარგავთ ტრიბუნას, სადაც შეიძლება ხალხის სათქმელი შიგ პირში ვუთხრათ გაქსუებულ, მილიარდერ ბიძებს თუ მამიდებს

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი არ გამორიცხავს, რომ 2022 წელს პარლამენტში შევიდეს.  როგორც მან ტელეკომპანია “პირველთან” განაცხადა, პარლამენტში ოპოზიცია სრულად შევიდა და „ლეიბორისტული პარტია“ ამ დროს ტრიბუნას კარგავს. 

 

“ფაქტი ერთია, ხალხი არ გამოდის, პარლამენტს არ ტოვებენ, ამ პარლამენტის ახალ არჩევნებზე არავინ საუბრობს და ეს არ უნდა;  ჩვენ ვკარგავთ ტრიბუნას, სადაც შეიძლება ხალხის სათქმელი შიგ პირში ვუთხრათ იმ გაქსუებულ, მილიარდერ  ბიძებს თუ მამიდებს, რომლებიც ჩვენს ბიუჯეტს  სახლში ეზიდებიან, ვიმეორებ, ეს ჩვენი პირადი სურვილი არაა. ეს შეიძლება ჩემი ტრაგედიაც იყოს, იმიტომ 25 წელია, ვიბრძვი იმისთვის, რომ ხალხს რაღაც გავუკეთო და უმრავლესობით მოვიდე და არა ერთი დეპუტატი შევკინკილდე”, – განაცხადა ნათელაშვილმა. 

 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ლეიბორისტულმა პარტიამ“ ერთი მანდატი მოიპოვა, რომელიც შალვა ნათელაშვილს ეკუთვნის. მისი ჩანაცვლება ვერ მოხდება, რადგანაც პარტიული სია, ისევე როგორც სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, „ლეიბორისტულმა პარტიამაც“ გაანულა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები