თბილისში, რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთობლივ საპროტესტო მსვლელობას მართავენ.
სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა მანამდე სხვადასხვა ადგილას აქციები გამართეს და შემდეგ რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობა დაიწყეს.
მსვლელობის მონაწილეები ხელისუფლების ნაბიჯებს აპროტესტებენ, მოითხოვენ ხელახალი არჩევნების დანიშვნასა და ევროკავშირთან დაჩქარებულ მოლაპარაკებებს და მოქალაქეებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ.
ამის პარალელურად, დღის განმავლობაში დაგეგმილია რამდენიმე აქცია-მსვლელობა:
17:00 საათზე – ეკონომიკის სამინისტროსთან;
17:00 საათზე – იურისტები უზენაეს სასამართლოსთან;
19:00 საათზე – ელექტრონული მუსიკის მარში მარჯანიშვილის მოედნიდან;
20:00 საათზე – ფსიქოლოგების მარში რესპუბლიკის მოედნიდან.