spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თიბისი – შევიკრიბეთ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან და მოვითხოვთ ჩვენი გუნდის ორი წევრის გათავისუფლებას

თიბისელები შევიკრიბეთ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენი გუნდის ორ წევრს – გიორგი მაისურაძეს და გიორგი ქორქაძეს, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს უსაფუძვლოდ დააკავეს, – ამის შესახებ თიბისის განცხადებაშია აღნიშნული.

“დღეს, 8 დეკემბერს, თიბისელები შევიკრიბეთ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენი გუნდის ორ წევრს – გიორგი მაისურაძეს და გიორგი ქორქაძეს, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს უსაფუძვლოდ დააკავეს და მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

სოლიდარობას ვუცხადებთ მშვიდობიან პროტესტში მონაწილე ყველა დაკავებულს და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ”,- აღნიშნულია განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები