spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თიბისის მხარდაჭერით, რესტორანი “წისქვილი ტერასა” გაიხსნა და სტუმრების მასპინძლობისთვის მზადაა

თიბისის მხარდაჭერით, ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროზე #80-ში, „წისქვილი ჯგუფის“ რიგით მე-8 რესტორანი – „წისქვილი ტერასა“ გაიხსნა, რომელიც სტუმრების მასპინძლობისათვის უკვე მზადაა.

 

პროექტის ჯამური ღირებულება 2,5 მილიონი ლარია, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა 2 მილიონ ლარს შეადგენს.

 

ახალი რესტორანი მთავარ დარბაზს სცენით, გამწვანებულ ტერასას, საზაფხულო ბარსა და ვიტრაჟულ სივრცეებს აერთიანებს.

 

“წისქვილი ტერასას“ დიზაინში გამოყენებულია ბუნებრივი მასალები – თიხა და ხე. ასევე, ლითონის დეტალები და მცენარეები.

 

რესტორანში მოწყობილია სხვადასხვა ტიპის ღია სამზარეულოები, სადაც მომზადდება როგორც ქართული ტრადიციული კერძები, ისე რესტორნის ბრენდ შეფის – ალექს ნათაძის საავტორო და სეზონური კერძები.

 

სამზარეულოში განთავსებულია როგორც მაყალი, ისე დახურული და ღია ტიპის გრილები – Josperi და Parrilla. იტალიიდან ჩამოტანილ ღუმელში კი ცომეული გამოცხვება.

 

თიბისი „წისქვილი ჯგუფის“ ზრდისა და განვითარების მხარდამჭერია ჯგუფის დაარსების დღიდან. პირველი რესტორანი – „ეთნო წისქვილი“ 2002 წელს გაიხსნა, რომელიც დღეს ქართული ტრადიციული რესტორნების ყველაზე მსხვილი ქსელია საქართველოში და თბილისსა და მის შემოგარენში 8 რესტორანს აერთიანებს: „ეთნო წისქვილს“, „ლუდის მოედანს“, „ღვინის ეზოს“, “წისქვილს მცხეთაში”, „წისქვილს ვაკეში“, „წისქვილს წყნეთში“ და „წისქვილი ტერასას“. ასევე, კომპანიის მფლობელობაშია მულტიფუნქციური სივრცე „თეატრი“ და პრემიუმ პროდუქტების ორი მარკეტი „წისქვილი ბაზარი“.

 

(R)

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები