თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობა იმართება.
მსვლელობაში სტუდენტები, სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
მსვლელობის მონაწილეები პარლამენტთან აქციას შეუერთდებიან, რომელიც მეათე დღეა, ყოველ საღამოს იმართება.
აქციის მონაწილეები ხელახალი არჩევნების დანიშვნას და პროტესტის დროს დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
პარალელურად საპროტესტო აქციები იმართება რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, გორში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში.
საქართველოს მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები მეათე დღეა, მიმდინარეობს.