აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემასა და მის გაქცევასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი არ იყო დაინტერესებული ასადის ხელისუფლების დაცვით.
“რუსეთის იქ ყოფნის არანაირი მიზეზი არ არსებობდა. მათ დაკარგეს ინტერესი სირიის მიმართ უკრაინის გამო, სადაც დაახლოებით 600 000 რუსი ჯარისკაცი დაჭრილი ან დაღუპულია ომის დროს, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო და შეიძლება სამუდამოდ გაგრძელდეს“, – წერს ტრამპი.
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინა თითქოს, მზად არიან დადონ შეთანხმება ომის დასრულების შესახებ.
ტრამპი “დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის” და უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის მოლაპარაკებების მოწოდებით გამოდის.
”ძალიან ბევრი სიცოცხლე დაიკარგა უაზროდ, ძალიან ბევრი ოჯახი განადგურდა და თუ ასე გაგრძელდა, ეს შეიძლება იქცეს ბევრად უფრო დიდად და უარესად გადაიქცეს. ვლადიმირს კარგად ვიცნობ. ეს მისი მოქმედების დროა. ჩინეთს შეუძლია დაეხმაროს”, – განაცხადა მან.