თბილისში, ვაშლიჯვარში მანქანა ქალს დაეჯახა და ამობრუნდა.
დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, მძღოლი უცხოეთის მოქალაქეა.
გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ფოტო: “ჩემი ქალაქი მკლავს”