ამინდის პროგნოზი

"რა თქმა უნდა, მე ვიცი, როგორ უჭირს ჩვენს ხალხს, რამდენი განსაცდელითა და ტკივილითაა სავსე ეს წუთისოფელი"

 
07 January, 2017   1 თვის 1 კვირის წინ
 
172

მაცხოვარმა ჩვენმა ყველა ადამიანური ტკივილი, თვით ჯვარცმით სიკვდილიც, კაცობრივი ბუნებით ჭეშმარიტად განიცადა, რათა, მწუხარებაში მყოფ ნებისმიერ ჩვენგანს, ჰყავდეს მისი სალმობის თანამოზიარე უფალი, რომელიც ღვთაებრივი სიყვარულითა და სიხარულით აღავსებს ყველას, ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეში.

„ერთსულოვნებით განვძლიერდეთ ქართველნო, ოსნო, აფხაზნო, ბერძენნო, რუსნო, უკრაინელნო, ებრაელნო, ასირიელნო, უდინნო, სომეხნო,  აზერბაიჯანელნო, ქურთნო, ქისტნო, ლეკნო, ჩერქეზნო და ღვთივკურთხეული ჩვენი მიწის ყოველნო მკვიდრნო, უფალი ჩვენთან არის!

რა თქმა უნდა, მე ვიცი, როგორ უჭირს ჩვენს ხალხს, რამდენი განსაცდელითა და ტკივილითაა სავსე ეს წუთისოფელი, მაგრამ მწამს ისიც,  რომ მიუხედავად მრავალი სიმძიმისა და დაბრკოლებისა,  ჩვენი ერი ღირსეულად გაივლის გოლგოთის გზას და უფალთან ერთად აღდგება და გაიხარებს.

მამანო და დედანო, დანო და ძმანო, უხუცესნო და ყრმანო, უძლურნო  და სნეულნო, საპყრობილესა და საავადმყოფოში მყოფნო, - ქრისტე იშვა!

მწყემსნი და მოგვნი ღამის წყვდიადში ვარსკვლავის შუქზე  მიიჩქარიან ბეთლემის გამოქვაბულისაკენ. დაე, ჩვენც, ანთებული სანთლებით, მათთან ერთად რწმენით მივეახლოთ ახლადშობილ ყრმას და ოქროს, გუნდრუკისა და მურის ნაცვლად მივართვათ მონანული,  მოსიყვარულე და მადლიერებით სავსე  გული, რათა ჩვენშიც იშვას ყრმა ახალი, პირველსაუკუნეთა ღმერთი!  

ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა, ღმერთი სიყვარულისა და მშვიდობისა იყოს თქვენთან, ამინ!" - აღნიშნულია პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში.

 

"ჩვენ გვინდა, რომ მამა გიორგი იყოს ჯანმრთელი, პატრიარქი იყოს ჯანმრთელი, ვუსურვებთ მათ მალე თავის მრევლთან დაბრუნებას"

 
15 საათის და 10 წუთის წინ
 
201
 

"უნდა გაირკვეს ვინ გააკეთა, რატომ გააკეთა, რას ისახავდა მიზნად ვიდეომიმართვის არასრული ვერსიის გავრცელება"

 
18 February, 2017
 
389
 

"მივიღეთ საკმაოდ უსამართლო რეაქცია, მოვითხოვთ უფრო მეტ ნდობას და პატივისცემას სახელმწიფოს ინსტიტუტების მიმართ"

 
18 February, 2017
 
1067
 

"რა მოხდა? რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს, ხან მეორეს, ვისი დავალებით ხდება ეს?"

 
18 February, 2017
 
666
 

"პალატასთან მყოფმა პირებმა გვითხრეს, რომ ილია მეორემ სიხარულით მიიღო სააკაშვილი და მათ ისაუბრეს"

 
17 February, 2017
 
2601
 
ყველა მსგავსი სიახლე
უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 50.00 %

3 ხმა

 
კი 33.33 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 16.67 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 6 ხმა