"სააკაშვილი იჯდება ციხეში, საქართველოს ვერავინ დაასანქცირებს, მივიღებთ გამჭვირვალობისა და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს"

თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ 29 აპრილს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

მისი თქმით, 29 აპრილს ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ყველა ნახავს, რომ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი არის ქართველი ხალხი.

"მთელ საქართველოს, ყველა ეროვნებისა თუ სარწმუნოების წარმომადგენლებს მოგიწოდებთ, 29 აპრილს მოხვიდეთ, რათა დავიცვათ ჩვენი მამული, რომელიც საერთო გვაქვს, ქართული სახელმწიფო ენა და  ყოველი თქვენგანის მშობლიური ენა და სარწმუნოება, რომელიც ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს მხოლოდ ქრისტიანული ჰგონიათ და სხვა სარწმუნოებას პატივს არ სცემენ. ფსევდოლიბერალური საფრთხე ყველა სარწმუნოებას ემუქრება, სწორედ ამიტომ ერთად დავდგეთ მთელი საქართველო მამულის, ენის, სარწმუნოების დასაცავად. საქართველოს ბედს ქართველი ხალხი გადაწყვეტს“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

დღესვე ვლადიმერ ბოჟაძე საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერთა გამოსვლებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ისინი ამომრჩევლებს „მოსყიდულებს, მშიშრებსა და გაყიდულებს“ უწოდებენ.

მისი თქმით, ოპოზიცია სწორედ მაშინ მიიღებს ხალხის ხმას, როდესაც 5 კილო კარტოფილზე მეტი ფასი ექნებათ.

"ისევე როგორც წინა რეზოლუციების, გუშინდელი რეზოლუციის შედეგიც იქნება ნული: სააკაშვილი იჯდება ციხეში, საქართველოს ვერავინ დაასანქცირებს, მივიღებთ გამჭვირვალობისა და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს“, – აღნიშნა ბოჟაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები