ამინდის პროგნოზი

ვაშინგტონი და სეული კიმ ჩენ ინის წინააღმდეგ სპეციალურ დანაყოფს ქმნიან

 
08 January, 2017   1 კვირის 6 დღის და წინ
 
769

ვაშინგტონი და სეული კიმ ჩენ ინის წინააღმდეგ სპეციალურ დანაყოფს ქმნიან, რომელსაც სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეის ლიდერისა და ქვეყნის პოლიტიკური და სამხედრო ელიტის ლიკვიდაცია დაევალება - ინფორმაციას სამხრეთ კორეის მედია სამხედრო მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტო იონ-ჰაპმა სტატიის გამოქვეყნება კიმ ჩენ ინის დაბადების დღეს დაამთხვია. მისი ცნობით, სპეცდანაყოფში სამხრეთ კორეის და შეერთებული შტატების სპეცდანიშნულების რაზმებიდან ათასიდან 2 ათას ჯარისკაცამდე შევა და სამხრეთ კორეის მეთაურობას დაექვემდებარება. 

ასევე ცნობილი ხდება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და სამხრეთ კორეა ნახევარკუნძულზე მორიგი ერთობლივი წვრთნების სერიას გეგმავენ.

უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 50.00 %

3 ხმა

 
კი 33.33 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 16.67 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 6 ხმა