ამინდის პროგნოზი

მთავრობა ჩუმათელეთი-ხევის 12-კილომეტრიანი გზის საპროექტო სამუშაოების შესყიდვას იწყებს

 
11 January, 2017   2 თვის 1 კვირის წინ
 
165

საქართველოს მთავრობა ჩუმათელეთი-ხევის 12-კილომეტრიანი გზის საპროექტო სამუშაოების შესყიდვას იწყებს. 

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის შესაბამისად, სივრცითი მოწყობის გეგმის ფარგლებში, ოთხი წლის განმავლობაში, 800 კილომეტრი გზის დაგება იგეგმება.

"12-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომლის საპროექტო სამუშაოებს შევისყიდით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და მის განხორციელებას უკვე იანვარში ვიწყებთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 57.14 %

4 ხმა

 
კი 28.57 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 14.29 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 7 ხმა