ამინდის პროგნოზი

"ვაკეთებ იმ არჩევანს, რომელიც ამ ვითარებაში, ჩემი აზრით, უნდა გააკეთოს არჩეულმა პოლიტიკოსმა"

 
11 January, 2017   1 კვირის 4 დღის და წინ
 
506

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პარტიის წევრი, საპარლამენტო პრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი სალომე სამადაშვილი განცხადებას ავრცელებს.

"ძვირფასო მეგობრებო, მსურს დავაფიქსირო საკუთარი პოზიცია "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით:

მიმაჩნდა, რომ პარტიის ერთიანობის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესი ამოცანა იყო, რომელიც სამწუხაროდ, განუხორციელებელი აღმოჩნდა. კატეგორიულად მიუღებლად მიმაჩნია ყოველგვარი საუბარი შეთქმულების თეორიებზე, რაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედის.

რაც შეეხება ჩემს პირად გადაწყვეტილებას, ვთვლი, რომ რადგან ჩემი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიღებული მაქვს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიული სიით, დღეს სწორი იქნება ჩემი საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელება ამ პარტიის საპარლამენტო ფრაქციაში. ეს გადაწყვეტილება არ იყო მარტივი, რადგან ამ შიდა პარტიულ დაპირსპირებაში ორივე მხარეს არიან ადამიანები, რომლებთანაც მაკავშირებს მრავალი წლის მეგობრობა, ადამიანები, ვისთან ერთადაც განვლილი მაქვს ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ურთულესი ბრძოლები თავისუფალი და ევროპული სახელმწიფოს შექმნის გზაზე. ვაკეთებ იმ არჩევანს, რომელიც ამ ვითარებაში, ჩემი აზრით, უნდა გააკეთოს არჩეულმა პოლიტიკოსმა, პატივს ვცემ ჩვენი ამომრჩევლის ნებას, რომელმაც ხმა მომცა, როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიის წარმომადგენელს. 

წარმატებას ვუსურვებ ყველას, ვინც სხვა არჩევანს აკეთებს დღეს და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში კვლავ ერთად მოგვიწევს ბრძოლა ქართველი ხალხის უკეთესი მომავლისათვის", - წერს სამადაშვილი.

 

"ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციას რომან გოცირიძე უხელმძღვანელებს

 
19 January, 2017
 
209
 

"საქართველოს პრეზიდენტს ალბათ, უფრო მეტი მხარდამჭერი ეყოლება ოპოზიციის რიგებში"

 
18 November, 2016
 
222
 

"საერთაშორისო თანამეგობრობა არ იყო სათანადოდ მომზადებული გაყალბების იმ ხარისხისთვის, რომელსაც ადგილი ჰქონდა"

 
17 October, 2016
 
407
 

"ნაციონალური მოძრაობა" არა მხოლოდ გადარჩა, როგორც ოპოზიციური ძალა, არამედ ის 8 ოქტომბერს ხელისუფლებაში დაბრუნდება“

 
24 September, 2016
 
1115
 

"მოვუწოდებ, ნუ შეხტებიან ჩაძირულ გემზე და ნუ მიიღებენ იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც დიდი სინანულის მიზეზი გახდება"

 
03 September, 2016
 
1081
 
ყველა მსგავსი სიახლე
უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 50.00 %

3 ხმა

 
კი 33.33 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 16.67 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 6 ხმა