"მაგ დროს ველოდები კაბინეტში რო აღარ ვიქნები" – მოქალაქე აცხადებს, რომ ადიგენის მერი ემუქრება

სოფელ აბასთუმანში მცხოვრები გიორგი ჩილაშვილი აცხადებს, რომ  ადიგენის მერი ზაქარია ენდელაძე ემუქრება, საქმე აბასთუმნის ერთ–ერთ ქუჩაზე დაგებული ბეტონის გზის გამო დაწყებულ დაპირისპირებას ეხება. 

ინფორმაციას და მიმოწერის ამსახველ ფოტომასალას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. თავად ზაქარია ენდელაძე კი დაპირისპირების და მიმოწერის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

"ბატონო ზაქარია, სოფელ აბასთუმნელებს დაგვცინე არა, 60 მეტრი გზა ბეტონით მოაპირკეთე, ისიც ჟორა ტნკოზიანის სახლამდე, აბა რა, მან ხომ რემონტი გაგიკეთა სახლში და შენც დაუფასე, მხოლოდ ბიუჯეტისა და სოფლის ფულის ხარჯზე, უბრალოდ ძაან უსინდისო ხარ და ამაზე იცოდე მოგეკითხება... “, – წერს „მესენჯერში“ გიორგი ჩილაშვილი ადიგენის მერს.

მისივე მტკიცებით, ზაქარია ენდელაძემ მუქარის შემცველი პასუხი  გაუგზავნა: „ეს არ დაივიწყო... მაგ დროს ველოდები კაბინეტში რო აღარ ვიქნები, უსინდისოს განახებ მერე“.

უახლესი ამბები