ზარზმის მონასტრის წინამძღვარი - არ მოდიან არანაირ მოლაპარაკებაზე, მოდიან პროვოკაციაზე

დაძაბული ვითარებაა, ისინი არ მოდიან არანაირ მოლაპარაკებაზე, მოდიან პროვოკაციაზე, - ამის შესახებ Front News-თან ზარზმის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, მამა ნიკოლოზმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება მუსლიმებს სთავაზობდა სოფელ იჯარეთში ფართის მიცემას სამლოცველოსთვის.

"დაძაბული ვითარებაა, ისინი არ მოდიან არანაირ მოლაპარაკებაზე, მოდიან პროვოკაციაზე. მოლაპარაკება გულისხმობს იმას, რომ ხელისუფლება მათ სთავაზობდა მისცემოდათ ფართი სოფელ იჯარეთში, სადაც შეძლებდნენ ლოცვას. 

რაც შეეხება ვითარებას, არანაირი სპეცრაზმი არ დგას არსად, უბრალოდ ვითარება დაძაბულია, რადგან ხალხი აქეთაც დგას და იქითაც", - განაცხადა ზარზმის მონასტრის წინამძღვარმა.

ადიგენის რაიონში მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის უთანხმოებაა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ რაიონში მეჩეთის აშენებას და შეთანხმების დარღვევას ეწინააღმდეგება. მათი თქმით, მანამდე, მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის მოხდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება მუსლიმებს მისცემდა ფართს სოფელ იჯარეთში, სადაც ლოცვას შეძლებდნენ.  