მეორე დღეა, მაშველები მდინარე რიონში 10 წლის ბიჭს ეძებენ

აბაშაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. უკვე მეორე დღეა, მაშველები მდინარე რიონში 10 წლის  ბიჭს ეძებენ. 

მოზარდი მდინარეში საბანაოდ თანატოლებთან ერთად გუშინ დღის მეორე ნახევარში შევიდა, რა დროსაც ისინი დინებამ გაიტაცა. 3 მოზარდის გადარჩენა მეთევზეებმა შეძლეს, მეოთხე კი მდინარემ გაიტაცა.

დაკარგული მოზარდის ახლობლები სამძებრო სამუშაოებში დამატებითი ძალის ჩართვას ითხოვენ.