ავთანდილ თალაკვაძე - გახარიას შტაბის კამპანია ოზურგეთში წარუმატებლად მიდის, შტაბიდან წევრები მიდიან და ჩვენზე ცდილობენ გადმობრალებას

"გახარიას შტაბის კამპანია ოზურგეთში წარუმატებლად მიდის, შტაბიდან წევრები მიდიან და ჩვენზე ცდილობენ გადმობრალებას" - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა.

"აბსურდი და ტყუილია, რომ ზეწოლას ვახდენთ ვინმეზე. სიმართლე არის ის, რომ გია ცეცხლაძის წინასაარჩევნო კამპანია წარუმატებელია, დღემდე ოზურგეთში არ იციან რა არის მისი საარჩევნო პროგრამა - როგორც ჩანს, შტაბი ეშლებათ და ჩვენზე ცდილობენ ამის გადმობრალებას. თავიდანვე საზოგადოება შეცდომაში შეყავდათ და ხმებს ავრცელებდნენ, რომ თითქოს “ქართულ ოცნებასთან” შეთანხმებით მოქმედებს. დღეს, როცა ბევრმა გაიგო სიმართლე, გასაკვირი არ არის, რომ უარს ეუბნებიან მხარდაჭერაზე. გახარიას პარტია ოზურგეთში მხოლოდ “ქართული ოცნების” ხმებს და მომხრეებს ეპოტინება" - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

პარტია "საქართველოსთვის" ოზურგეთის მერობის კანდიდატმა გია ცეცხლაძემ ძმები თალაკვაძეები ზეწოლაში დაადანაშაულა. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგი გახარიას გუნდის ოზურგეთის ოფისში გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები