სუს-ი ტახტისძირის მიმდებარედ ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ ე.წ.ბორდერიზაციის უკანონო პროცესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

"ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ტახტისძირისა და ოკუპირებულ სოფ. გვირგვინას მიმდებარედ, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი 2013 წლიდან ფიქსირდება. 

მიმდინარე წლის თებერვალში ოკუპირებულ ტერიტორიაზე, 2013 წლიდან არსებულ საოკუპციო ღობის შიგნით საოკუპციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ იქნა გავლებული მავთულხლართები.

საოკუპაციო რეჟიმის ყველა უკანონო აქტივობა ხორციელდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. პროცესთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების მიერ აქტიურდება ცხელი ხაზი, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ყველა შემთხვევა განხილულია IPRM-ის შეხვედრებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ხორციელდება აღნიშნული მონაკვეთის პერმანენტული მონიტორინგი.

უკანონო ე.წ. ბირდერიზაციის პროცესი აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას", - აღნიშნულია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები