ანი წითლიძე - ზუგდიდის 15 უბანში, გადასატანი ყუთების სიაში 150-მდე ჯანმრთელი ადამიანია ნაპოვნი

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ანი წითლიძის ინფორმაციით, ზუგდიდის 15 უბანში, გადასატანი ყუთების სიაში 150-მდე ჯანმრთელი ადამიანია ნაპოვნი.

როგორც წითლიძემ დღეს პარტიის ზუგდიდის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სიაში მოხვედრილები "ქართული ოცნების" წევრები, ან მერიის თანამშრომლის ოჯახის წევრები არიან.

წითლიძემ ჟურნალისტებს ვიდეომტკიცებულებაც წარუდგინა, სადაც მისი ინფორმაციით, მერიის თანამშრომლის ნუკრი მარგველანის მშობლები არიან გადაღებული, რომლებიც ერთ-ერთი უბნის გადასატანი ყუთის სიაში მოხვდნენ, თუმცა სრულიად ჯანმრთელები არიან.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ოფისმა  67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ საკითხზე 11 საჩივარი შეიტანა.  საოლქოში ენმ-ის კიდევ 30-მდე საჩივარია შესული უბნებზე დარღვევებთან დაკავშირებით.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები