თენგო კირთაძე - თუ გაიტანენ, აქვთ განცდა, რომ საზოგადოება ისე გადავტეხეთ, არჩევნებში რისკები, რაც არსებობდა, დაბალი იქნებაო

ძალიან ბევრმა ოპოზიციურმა პარტიამ და არასამთავრობო სექტორმა დაუშვა შეცდომა, რომ კანდიდატის სტატუსს დაედო წარმოუდგენელი ფასი, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა თენგო კირთაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ივანიშვილის პარტია ფიქრობს, რომ თუ კანონს გაიტანენ,  ჩათვლიან, რომ საზოგადოება ისე გადავტეხეთ, არჩევნებში რისკები, რაც არსებობდა, დაბალი იქნებაო.

"ქართული ოცნება" არის ერთი ადამიანისა და საკუთარი ფინანსური თუ ოლიგარქიული ინტერესების მსახური.  ძალიან ბევრმა ოპოზიციურმა პარტიამ და არასამთავრობო სექტორმა დაუშვა შეცდომა, რომ კანდიდატის სტატუსს დაედო წარმოუდგენელი ფასი, ამიტომ ივანიშვილის ამოცანა მდგომარეობს შემდეგში, რომ "ქართული ოცნების" პოტენციური მხარდამჭერები, რომლებსაც სურთ დასავლეთში ინტეგრაცია, ისინი დატოვოს სტრატეგიულ ბუნდოვანებაში.

ნებისმიერი არჩევნები ავტოკრატიაში ავტოკრატისთვის არის საფრთხე, მას სჭირდება დემოკრატიის ფასადი, პუტინიც კი ცდილობდა არჩევნებისთვის დაერქვა დემოკრატიული.

ისინი არ აკეთებენ დაჩქარებული წესით და ფიქრობენ, რომ აქვთ გაცილებით მეტი შანსი, რომ  ეს კანონი გაიტანონ. თუ გაიტანენ, აქვთ განცდა, რომ საზოგადოება ისე გადავტეხეთ, არჩევნებში რისკები, რაც არსებობდა, დაბალი იქნებაო. არანაირი ოპოზიციურ ფორმატში თანამშრომლობა, არანაირი 9 პუნქტზე თანამშრომლობა არ უნდა იყოს", - განაცხადა თენგო კირთაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები